10:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 16:53:18, 1578 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: სამარცხვინოა, რომ ხელისუფლებამ ეს დღე პოლიტიკურ ოპონენტებზე ბინძური ცილისწამებისთვის გამოიყენა

„ხელისუფლებამ ეს დღე გამოიყენა არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არამედ  პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბინძური ცილისწამების  კამპანიისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც აგვისტოს ომში წინა ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა.

ბოკერიას შეფასებით, მმართველი გუნდი შიდა ოპონენტების მოსაცილებლად მტრის ნარატივს იმეორებს და  ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ საქართველო იყო მთავარი შემოქმედი იმ მოვლენებისა, რასაც 11 წლის წინ ჰქონდა ადგილი.

„დღეს არის დღე, როდესაც 11 წელი გავიდა რუსული აგრესიიდან, დღეს არის დღე, როცა ყველა, ჩემი აზრით, პასუხისმგებლის მქონე  საქართველოს მოქალაქე და მით უმეტეს პოლიტიკური ძალა, პატივს მიაგებდეს ხსოვნას ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელების, ყველასი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას, ვინც მისცა საქართველოს შანსი და დრო, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით თავი დაეცვა რუსული აგრესიისგან, რომლის ამოცანაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის მოსპობა. ამის ნაცვლად, დღეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელმაც მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი ფურცელი ჩაწერა საკუთარ პოლიტიკური ბიოგრაფიაში და ეს დღე გამოიყენა არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამოყენებით.

მათი მთავარი გზავნილია, რომ მათთვის მთავარი სამიზნე არის მათი პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ამის გამო, მზად არიან ქვეყნის მტერს ბოლომდე გაუმართონ ხელი იმ ნარატივში, რასაც პუტინის პროპაგანდა ამკვიდრებს, რომ საქართველო იყო თანამონაწილე თუ არა, მთავარი შემოქმედი იმ მოვლენებისა, რასაც ადგილი ჰქონდა 11 წლის წინ. ეს არის სამარცხვინო და უმძიმესი რეალობა საქართველოსთვის, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ხელისუფლება“, - აცხადებს გიგა ბოკერია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics