10:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 10:19:35, 1012 ნახვა

კომენტარი
კონსტანტინიდი: პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრა უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს

„2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის წინ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს.

 „რუსეთის მსგავსი მცდელობების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას. საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - აღნიშნა კონსტანტინიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics