23:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 10:03:00, 724 ნახვა

რეგიონი
სამაშველო ოპერაცია მთა-თუშეთში - დაშავებული ტურისტი ვერტმფრენით თელავის რეფერალურში გადაიყვანეს

მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სლოვენიის მოქალაქე, 72 წლის მამაკაცი, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნებოდა, ვერტმფრენით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ  მთა-თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან გადმოვარდა ტურისტი სლოვენიის მოქალაქე, 72 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მოტეხილობები. დაშავებულ ტურისთან ერთად იმყოფებოდნენ  საფრანგეთის ორი,  ისრაელის ერთი  და სლოვენიის ერთი  მოქალაქე, რომლებიც დაშავებულს მეთვალყურეობას უწევდნენ. 

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა ომალოში განლაგებული სამაშველო დანაყოფის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის მაშველებმა  დაშავებულის მდგომაეობა შეაფასეს. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი დისტანციის გამო დაშავებულის  ქვეითად გადმოყვანა  შეუძლებელი იყო. 

აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა, თუმცა ველო-ტურში მყოფი ტურისტები სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდნენ, რის გამოც მათ  კერძო ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება  მიიღეს. დაშავებული ტურისტი  თელავის აეროპორტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

უღელტეხილზე დარჩენილი ტურისტები გზას უსაფრთხო ადგილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მეთავლყურეობის ქვეშ აგრძელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics