10:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 15:40:14, 1269 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი თუ რაღაც სისულელეს იტყვის, მე რომ თავი ვიმართლო, არასერიოზულია

"ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი სისულელეს იტყვის  და მე გამოვიდე და თავი ვიმართლო მგონი, არასერიოზულია" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციას, რომელიც მერს ტენდერების საშუალებით კომპანიების გაკოტრებას და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ირაკლი გიორგობიანისთვის ყურის მოჭრასთან კავშირს აბრალებს. 

კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებდნენ, ხოლო ტენდერის შესახებ ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია. 

„შეგიძლიათ თავად კომპანიას ჰკითხოთ ეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეთ საკვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია ის ვალდებულება, რაც აქვს ნაკისრი კომპანიას ხელშეკრულებით შეასრულოს. ეს მხოლოდ კვებას არ ეხება. იგივეა სამშენებლო მიმართულებითაც თუნდაც. როდესაც შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, იყო სხვა კომპანია, რომელიც ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებას და მოგვიწია იმის გაშვება. გამოვაცხადეთ ტენდერი, იყო კონკრეტული კომპანია გამარჯვებული, ემსახურებოდა ბაღებში კვების უზრუნველყოფას, შემდეგ შეექმნათ პრობლემები, ვერ უზრუნველყოფდნენ საკვების მოტანას და მოგვიწია მათი გაშვება
ჩვენთვის მთავარი არის ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეს საკვების თვალსაზრისით. მერია არ აწესებს ფასებს,  ტენდერი ცხადდება და ტენდერის საფუძველზე ხდება. ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობთ, მარტივია ამ ყველაფრის მოძიება. ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი სისულელეს იტყვის  და მე გამოვიდე და თავი ვიმართლო მგონი, არასერიოზულია“, - ამბობს კახა კალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics