02:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 17:14:28, 1238 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, „საქართველოს რკინიგზასა“ და რკინიგზელთა პროფკავშირს შორის მედიატორის მონაწილეობა უზრუნველყოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს მიმართავს.

სამინისტრო მათ მოუწოდებს, მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა გადავიდნენ მოლაპარაკებების რეჟიმში, განიხილონ არსებული პრობლემები და ორივე მხარის ინტერესის მაქსიმალურად გათვალისწინებით, შეთანხმებას მიაღწიონ.

„2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს  ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურების (მედიაციის) დაწყების თაობაზე.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი, რის შესახებაც ეცნობათ კოლექტიური შრომითი დავის მხარეებს.

კოლექტიური დავის ფარგლებში მედიატორმა გამართა ინდივიდუალური შეხვედრა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან. მედიატორი ასევე დაუკავშირდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შემათანხმებელ პროცედურებში უფლებამოსილი პირის ჩართვის მიზნით.

მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შედგა. შედეგად, მედიაციის პროცესი შეწყდა.

მხარეების თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics