10:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 13:11:57, 1492 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: ყველა ცვლილება, გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ოპოზიციური სპექტრის დაშლას ისახავს მიზნად

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ეხმაურება. 

როგორც ვაშაძე აცხადებს, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის განეიტრალებას ცდილობს. 

„ყველა ძირითადი ცვლილება, რაზეც არის განხილვა დღეს, გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ერთადერთ მიზანს ისახავს მიზნად, როგორმე დაშალონ ოპოზიციური სპექტრი, დაიშალოს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, იმიტომ, რომ შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩვენ მათ მოვუგეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა „ ქართული ოცნებისთვის“ და ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდებიან. ამის საპასუხოდ ერთი რამე მინდა ვუთხრა, დამშვიდდით, ხალხო, ნეტა ასეთი მონდომებული გაჭირვების და კორუფციის წინაშე ბრძოლაში იყოთ. მაინც არ დავიშლებით, გაერთიანებული ოპოზიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ყველა ცვლილებაზე ბოლომდე ვიმუშავებთ აბსოლუტურად, მაგრამ არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ის პირობა, რომელიც დადებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს პირობა დაირღვეს“-,  განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი წარადგინა

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics