02:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-03 16:06:35, 2646 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში აქცია მიმდინარეობს - დაკავებულია 350-ზე მეტი პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. 

მედიის ცნობით, აქციის დაწყებამდე პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი დააკავა. აღსანიშნავია, რომ სობოლი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის სამართალდამცველებმა საარჩევნო შტაბთან აიყვანეს. მას ბრალი წესრიგის დარღვევასა და აქციის დაგეგმვაში ედება.

პოლიცია ადგილზე სეკრებილებს აფრთხილებს, რომ აქცია არასანქცირებულია. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე ქსელის პრობლემაა.

"დოჟდი" წერს, რომ პოლიციამ 350-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ მომიტინგეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობას ითხოვენ. კერძოდ, რამენიმე დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატს უფლება შეეზღუდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია და აქცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა. აქციები მოსკოვში უკვე მესამე შაბათია იმართება. წინა აქციის დროს, პოლიციამ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics