02:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-03 15:40:32, 1541 ნახვა

კომენტარი
„ნარკოტიკების დაყოფა რთული იქნება“ - აკაკი ზოიძე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ეთანხმება. 

როგორც ზოიძემ განმარტა, სამომავლოდ რთული იქნება იმ ნარკოტიკების დაყოფა, რომლებიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევენ. 

„ასეთი გაყოფა, სპეციალისტებს შეგიძლიათ დაეკითხოთ, ძალიან რთული იქნება, მათ შორის, ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე, რომ ასეთი პრინციპით გაყოფა იქნება რთული, ჩემი აზრით, არასწორი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო პატიმრობის ნაცვლად, ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან, ანუ სწრაფ მიჩვევას, რომელსაც ნარკოტიკი იწვევს, სწორედ იმ შემთხვევაში საზოგადოების ჯანდაცვის კუთხით გამართლებული, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობის და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ზოიძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics