22:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 13:10:58, 502 ნახვა

საზოგადოება
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის ცეცხლი მესტიაშია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 7 ივლისს “თბილისი 2015”-ის ცეცხლი მესტიას ეწვია.

ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ძიუდოში, ნესტორ ხერგიანმა ოლიმპიურ ცეცხლი ქალაქში შეიტანა.

ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს: მიშა გოშთელიანმა, აფი გიგანმა, ფატი იოსელიანმა და გვანცა ჯაფარიძემ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს,  დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი სპეციალურ თასში საზეიმოდ აანთო.

 

უწყების ინფორმაციით, მესტიის ცენტრალურ მოედანზე ქართველი მომღერლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

 ოლიმპიური ცეცხლი მესტიაში რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი ესტაფეტა ქობულეთში გაგრძელდება.

 მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში დედაქალაქს 49 ქვეყნიდან 3800 მონაწილე ესტუმრება.

ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics