13:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 18:22:11, 2196 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში ინვესტორებს რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას შევთავაზებთ

უახლოეს პერიოდში აუქციონზე გამოვიტანთ და ინვესტორებს შევთავაზებთ  რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მხოლოდ პროგრამით „აწარმოე საქართველოში"  განხორციელებული პრივატიზებით, სხვადასხვა მონაწილე კომპანიებმა 87 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება აიღეს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებას, რომ მთავრობის ყველა ქმედება მიმართულია ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისკენ.

„ბოლო პერიოდში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა მოახდინეს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ყველა ნაბიჯი პირველ რიგში, გადადგმული უნდა იყოს  ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მეტად გაუმჯობესებისკენ, რაც ცალსახა ნიშანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების მოზიდვისთვის მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რეალური უსაფრთხოების განცდა, რომელსაც არ უნდა შეექმნას პრობლემა სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებების შედეგად.

„პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება ქვეყნის უსაფრთხოებაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტორებისთვის უკვე შეთავაზებული პრივატიზების აქტიური პროგრამა და სხვადასხვა კონკრეტული პროექტი,  მათ შორის, ენერგეტიკული პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება.

„თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ნამახვანის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა მთავრობამ და საუბარია ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციაზე. გარდა ამისა, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის პრივატზიება, მათ შორისაა, გორის ქარის ელექტროსადგური, ასევე სრულიად ახალი ენერგეტიკული ობიექტი საერთაშორისო ტენდერებისთვის - ესაა მზის ენერგიის სადგურები და ქარის ახალი სადგურები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics