|
2019-08-02 16:40:36, 1621 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის ოფისის რეგიონულ დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის ოფისის რეგიონულ დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ოლივიე ბურკს, რომელიც საქართველოში მისიას ასრულებს. მინისტრმა შვეიცარიის მხრიდან აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის ოთხწლიანი ისტორია გვაკავშირებს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, გიდასტურებთ პატივისცემას და წარმატებებს გისურვებთ შემდგომ საქმიანობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც ოლივიე ბურკმა აღნიშნა, საქართველოს აგრარული განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და, თავის მხრივ, მინისტრს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)