11:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 15:36:20, 1875 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ვფიქრობ, შესაძლებელია, ლარში სესხების პროცენტი 6%-მდე დავწიოთ

"სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ლარში სესხების პროცენტი 6%-მდე დავწიოთ" - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სესხების დიდი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს. 

„ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხები იპოთეკაზე ხელმისაწვდომი იყოს. ხელმისაწვდომობა მარტო იმას არ გულისხმობს, რომ სესხი გაიცეს. ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სესხის პირობები მაქსიმალურად კომფორტული იყოს. იპოთეკური სესხები ლარში ორნიშნა ციფრი იყო, მინდა შეგახსენოთ,  და შემდეგ გამოჩნდა 7% - იანი სესხები ლარში. პირადად მე მაქვს  მოსაზრებაა, რომ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო  ჩამოვწიოთ და იყოს თუნდაც 6%. სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, ამ ნაწილშიც  ეროვნულმა ბანკმა შეცვალა მიდგომები და მე მოვისმინე კომერციული ბანკების შეფასება ამ საკითხზე. რაც შეეხება ზოგადად საცალო ვაჭრობას, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და გაყიდვების ის ტემპი, რომელიც იყო. თუმცა მაკროეკონომიკური გადასახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სესხების დიდი ნაწილი მიდიოდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე. მინდა მოგიწოდოთ, ნახოთ ბოლო პერიოდის დინამიკა, როგორ შეიცვალა ბიზნესის დაკრედიტება, რომელიც მნიშვენლოვნადაა გაზრდილი, ვიდრე საცალო დაკრედიტება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics