01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 14:08:11, 1282 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა

"რუსთავი 2"-ის იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ტელეკომპანია დატოვა. 

როგორც საძაგლიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ის "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინტერესებს იცავს. 

"აღარ ვარ "რუსთავი 2"-ის იურისტი, დავტოვე "რუსთავი 2"-ი. ახლა ამ გამოკითხვაზე, ვარ ნიკა გვარამიას ადვოკატი. ვფიქრობ, რომ ვდგავარ იქ სადაც უნდა ვიდგე, სწორ მხარეს და შესაბამისად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ მაქვს", - აღნიშნა მან. 

დიმიტრი საძაგლიშვილის აცხადებს, რომ ტელკომპანიის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ შეიტანა ისეთი სარჩელი რომელიც დაუსაბუთებელი იყო.

„ნინო ნიჟარაძემ ჯერ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და სამოქალაქო დავისთვისაც კი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო ეს საქმე და ნინო ნიჟარაძემ მოითხოვა ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობა იმ მიზნით რომ აუდიტი ჩაგვეტარებინა და ვნახავთ რა მონაცემები გვექნება აუდიტის შემდეგ, დიდ ოთხეულზე არის საუბარი. და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სამოქალაქო დავა გავაგრძელოთ თუ არაო. ჩვენ  მივეცით სრული წვდომა ინფორმაციაზე, არანაირი აუდიტი არ ჩატარებულა, არანაირი დიდ ოთხეული არ გამოჩენილა. ის წავიდა პროკურატურაში. მიზანი იყო არა დიდი ოთხეულის  მიერ რეალობის დადგენა არამედ ის რომ რაღაც საფუძველი გამხდარიყო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თუნდაც უკანონო ქმედების განხორციელების,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.  





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics