|
2019-08-02 13:02:54, 893 ნახვა
საზოგადოება
კოოპერაციის შესახებ იაპონიის გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს გააცნეს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით, სემინარი თემაზე „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ გაიმართა. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ეჯირი იოკიჰიკომ მიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის ექსპერტები ონეკურა სუსუმუ და ნაკადა შუნიჩი ხელმძღვანელობდნენ. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა კოოპერატივის, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტის შექმნისა და განვითარების თავისებურებები განიხილეს და იაპონიაში სოფლის მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების გამოცდილება გაიზიარეს. სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაზე, მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ. სემინარს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)