2019-08-02 12:51:56, 2290 ნახვა
მსოფლიო
საუდელ ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს
საუდის არაბეთში ქალებს მეურვის ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება მისცეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი განკარგულების მიხედვით, 21 წელს გადაცილებულ ქალებს უფლება ექნებათ პასპორტი აიღონ და აგრეთვე ქვეყანა ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვის გარეშე დატოვონ.
ცნობისთვის, მანამდე საუდელ ქალებს პასპორტის ასაღებად და მოგზაურობისათვის კაცი მეურვის - ქმრის, მამის, ძმის ან სხვა მამრობითი სქესის ნათესავის თანხმობა სჭირდებოდათ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა შეზღუდვების ნაწილი უკვე გააუქმა. გასულ წელს საუდელ ქალებს მანქანის მართვისა და ფეხბურთის მატჩზე დასწრების უფლებაც მისცეს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან