|
2019-08-02 10:42:36, 951 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების შედეგები გამოქვეყნდა
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან). ცნობისთვის, მანამდე გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)