|
2019-08-01 18:02:36, 1247 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში, ბობოხიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. ამ ეტაპზე, მუხიანში, ბობოხიძისა და ამავე ქუჩის I გასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 587 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. „გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბობოხიძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება, სადაც გზის საფარი კაპიტალურად მოწესრიგდება. მსგავსი ტიპის სამუშაოებს პარალელურად, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ჯანჯღავას I შესახვევსა და მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქუჩაზე ვახორციელებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 124 165 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)