01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 16:51:00, 1264 ნახვა

საზოგადოება
„ფორმულა კრეატივი“ ტელევიზიას ქმნის

კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ახალ მედია პლატფორმას ქმნის, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ექსპრესნიუსი" "ფორმულა კრეატივის" განცხადებას უცცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ქვეყანაში შემქნილი პოლიტიკური ვითარება და აშკარად გაძლიერებული რუსული პროპაგანდა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებებს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი მედია სივრცე და ჩაახშოს კრიტიკული აზრი. მოქალაქეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მრავალმხრივი და სრულფასოვანი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეჭვქვეშ დგას კონსტიტუციით დეკლარირებული დასავლური ღირებულებები. კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ მედია პლატფორმას. გვაქვს სურვილი და ვალდებულება შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედია-საშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზირებული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics