13:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 11:25:40, 1763 ნახვა

ეკონომიკა
GR-ის შემოსავალი ტვირთბრუნვიდან ექვს თვეში 32 მილიონი ლარით გაიზარდა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის  6 თვის მონაცმებით, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული  შემოსავალი  მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში  შემოსავალი 32,7 მლნ ლარით  (23 %) - ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8  მლნ ლარით (14%)-ით აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა  საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ სახეობის ტვირთის გადაზიდვა  ნულოვანია, შემოსავლების მატება განპირობებულია მშრალი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების მატების ტენდენციით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დაიწყო ახალი ტვირთების მოზიდვა სარკინიგზო გადაზიდვებისათვის, მათ შორის არის ყაზახური ხორბალი და ნახშირი.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics