23:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 16:25:10, 2279 ნახვა

რეგიონი
3-4 აგვისტოს შუახევში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნება

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას შუახევში სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ აღინიშნება.

ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

,,შუამთობის“ დღესასწაული საზეიმოდ  3 აგვისტოს 13:00 საათზე გომის მთაში  გაიხსნება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 4 აგვისტოს 14:00 საათზე ჩირუხის მთაში გაიმართება.

3- აგვისტოს პარალელურად ღონისძიებები  მერიაყელის, ტყისველას, სანალიას, საბერწიას, გრძელგორის, ყავრიანის, კატრიანის, თეთრობის, ხოლო 4 - აგვისტოს ღომას, მაწყვალთის და ჯანჯღნარის მთებში ჩატარდება.

მაღლა მდებარე ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად მთელი წლის სამყოფ რძის პროდუქტებს ამზადებენ. დღესასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, ბარის და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და დღესასწაულს ზეიმობენ.

შუამთობაზე ტრადიციულად ეწყობა სახალხო სეირნობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ აჭარული ტრადიციული სამზარეულო, რძის ნაწარმი, ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნილი ყველი და ა.შ.

სახალხო დღესასწაულის ძირითადი გაზვნილია ტრადიციების შენარჩუნება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics