|
2019-07-31 10:41:37, 664 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, იმედია, რომ 2019 წლის რთველი შეფერხებების გარეშე ჩაივლის და წარმატებით დასრულდება. „წელს, ყურძნის საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით, როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი კუთხით. ყველა სიახლე, რაც მიმდინარე წელს რთველის პროცესში იქნება, მიმართულია ყურძნის აღრიცხვის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის უკეთ წარმართვისთვის, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს. ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი და შეუქცევადი პროცესი. შესაბამისად, ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის კუთხით მუშაობას სამინისტრო რთველის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილეებს რთველი 2019-ის ტექნიკურ დეტალებზე, ყურძნის ჩაბარების პროცედურულ საკითხებზე და სიახლეებზე ესაუბრა. წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვას შეეხება. გასულ წელს, მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა. პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის მობილიზებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსი. მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი, შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კადასტრის ამონაწერის დამოწმების მიზნით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე, მევენახეებმა უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)