14:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 16:30:48, 1445 ნახვა

ეკონომიკა
მიქაბაძე: მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომლის დროსაც განხილული იყო ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელების შედარება ევროპასა და აზიაში. შეხვედრა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტი (ADBI), ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ინსტიტუტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თავის გამოსვლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობაზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია საერთაშორისო  ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის ინტეგრაციისკენ. ეკატერინე მიქაბაძემ რამდენიმე უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც სრულად არ არის ათვისებული, ასევე სავაჭრო კავშირების განვითარებაზე, რასაც ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. საუბარი შეეხო ასევე ენერგეტიკის სექტორზე და საქართვლოს პოტენციურ წამყვან როლზე რეგიონში ენერგეტიკის სფეროში. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის რეფორმა, რომლის შედეგადაც მეტად განვითარდება ენერგეტიკული ბაზარი და გაიზრდება მისი კონკურენტუნარიანობა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე კაპიტალის და ფინანსური ბაზრების რეფორმაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას, არამედ გახდება რეგიონის ფინანსური შუამავალი.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics