23:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 17:07:40, 1473 ნახვა

საზოგადოება
„გააკონტროლეთ მედია“ - ლევან ვასაძე ლევან ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს, რომ მედია რეგულირების ქვეშ მოაქციოს.

როგორც ვესაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან.

"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას - უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას, ბატონო ბიძინავ და ძვირფასო მთავრობავ,და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედიაპროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს ანუ გაგინულებენ ნებისმიერ თქვენს მოქმედებას, რომელსაც ისედაც, დიდად არ გეტყობათ, რომ რაღაცას აკეთებდეთ ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა ლევან ვასაძემ. 

ვასაძემ განმარტა, რომ მკაცრი მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს. 

„ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე - ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას "მიარჭობ", თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება“, - აღნიშნა ვასაძემ.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics