23:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 15:37:10, 1429 ნახვა

საზოგადოება
ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშსვილმა განაცხადა. 

გასაუბრების დროს ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა რა დამოკიდებულება აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ ლომიძეს, რომელიც ამავდროულად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძესთან. ჯანეზაშვილის კითხვებმა საბჭოს სხვა წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია. 

„ის იყო მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე. ცხადია, ამასთან მიმართებით კითხვები დავსვი. მაინტესებდა, რა გავლენა მოახდინა მის კარიერაზე მიხეილ ჩინჩალაძემ, თუნდაც დაეხმარა თუ არა რეკომენდაციით, როდესაც მოსამართლე გახდა. თუმცა, ამაზე ძალიან ზოგადი პასუხები მივიღე. ასევე, ძალიან ზოგადი პასუხები მივიღე უამრავ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე დამაზუსტებელ კითხვებს ვსვამდი. როგორც ჩანს საბჭოს წევრებისთვის ეს სხვა ასოციაციებს იწვევს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამ დროისთვის, საბჭოზე კიდივ ერთ კანდიდატთან გენადი მაკარაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics