21:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 11:42:14, 898 ნახვა

საზოგადოება
ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საბავშვო–გასართობი აქტივობა, აგრეთვე, ტურნირები სპორტის შემდეგ სახეობებში: კალათბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბატუტი. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდათ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს.

მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის ჩატარდა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები. მსურველები საბავშვო კინოჩვენებას დაესწრნენ. საღამო სალიოს კონცერტმა და დიჯეიმ დაასრულეს.

ფესტივალს დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე დაესწრნენ.

პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებდა და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ხორციელდებოდა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics