|
2019-07-29 10:55:51, 861 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის „თბილისური ეზო“ გაიმართა
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და „არტარეას“ ორგანიზებით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა. ამით თბილისური ეზოების ზაფხულის სეზონი დასრულდა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო. „თბილისური ეზოების სეზონი დამთავრდა ძალიან სასიამოვნო კონცერტით. ჩვენ მომავალ წლამდე დავემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მისამართიდან მისამართზე დაგვყვებიან ხოლმე და ჩვენთან ერთად ეცნობიან თბილისს, არაჩვეულებრივ ისტორიებს. ეს ეზო იყო განსაკუთრებული. იმის გარდა, რომ ჯანსუღ კახიძის ეზო იყო, აქ, კახიძის 10 ნომერში ცხოვრობდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელსაც ამ ეზოზე ლექსიც აქვს დაწერილი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. მისივე თქმით, „თბილისის ცის ქვეშ“ მომავალ წლის მაისის ბოლოდან სხვადასხვა მისამართზე ისევ გაგრძელდება. მსმენელის წინაშე ჯანსუღ კახიძის შვილი - დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ამსამბლი „რუსთავი“ წარსდგნენ, რომლებმაც სოლისტ-ინსტრუმენტალისტთა ანსამბლთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ჯანსუღ კახიძის მიერ სხვადასხვა წელს დაწერილი სიმღერა შეასრულეს. საღამო მიჰყავდა ვახტანგ კახიძეს, რომელმაც მსმენელს მამის ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიები უამბო. პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მასზე დასწრება თავისუფალია.
(NS)
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)