21:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 10:50:19, 956 ნახვა

საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. სწავლებაში 35 მართლწესრიგის ოფიცერი მონაწილეობდა.

სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწავლების მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საქართველოს ევროპული გზა, ჰიბრიდული ომი და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი და მექანიზმები, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, საქართველო საერთაშორისო მისიებში და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. აღნიშნულ კურსს ყველა მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად გაივლის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics