2019-07-27 10:02:32, 1484 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავეს. „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან