21:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 19:08:06, 2820 ნახვა

საზოგადოება
მთის კურორტების განვითარების კომპანია მთავრობის დავალებით უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" მთავრობის დავალებით, გუდაურსა და ბაკურიანში უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს.

საქართველო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა - სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, შესაბამისად, 2023 წლამდე ბაკურიანში უნდა განხორციელდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

აღნიშნულ  ჩემპიონატს უმასპინძლებს ბაკურიანში აშენებული დიდველის ახალი არეალი, სადაც მიმდინარე წელს  სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება. ახალი საბაგიროების მშენებლობით ტურისტებისთვის დამატებითი სასრიალო არეალი შეიქმნება.

კობი-გუდაურის  სათხილამურო არეალი კი აღიჭურვება საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც  უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics