21:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 15:59:54, 2199 ნახვა

საზოგადოება
ხაზარაძე - პროკურატურამ უნიჭო განცხადებებით, 2 დღეში ქართულ კომპანიებს მილიარდი ლარი დააკარგვინა

პროკურატურამ უნიჭო განცხადებებით, 2 დღეში ქართულ კომპანიებს მილირდი ლარი დააკარგვინა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

 მისი შეფასებით, ხელისუფლება მისსა და ბადრი ჯაფარიძის 2 მილიონს, 1 მილიარდიან ინვესტიციაში ცვლის.

„5 წუთიანი დოკუმენტისა და მასალის გადმოსაცემად, პროკურატურამ ჩაატარა მესამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედავ მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგვინა ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბიჟაზე არიან 2 დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენმა ეკონომიკამ 2 დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი. დღეს ჩვენ აქ მოვედით  და გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდ ლარ ინვესტიციას, ბადრი და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები, არასდროს კანონი არ დაგვირღვევია, ბოლო 29 წლის განმავლობაში რაც ბიზნეს ვაკეთებთ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics