07:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 12:47:40, 3135 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთთან ძველი ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ბათუმში მიტინგს გამართავს

"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთ-საქართველოს ძველი ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ბათუმში მიტინგს გამართავს, - ამის შესახებ ფრაქცია " საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.

როგორც ლომიამ აღნიშნა, მიტინგი 28 ივლისს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას 15 ათასამდე მოქალაქე მიიღებს.

ლომიას განცხადებით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკაზე საქართველომ უარი თქვას, აგრეთვე აღდგეს რუსეთ-საქართველოს ძველი ურთიერთობები, რომელსაც ორი ქვეყანა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტამდე ინარჩუნებდა. 

დეპუტატის თქმით, მიტინგზე სიტყვით აჭარის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გამოვლენ, რომლებიც, ლომიას მტკიცებით მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, დაზარალდნენ.

"20 ივნისის ღამის შემდეგ ბათუმში ზაფხულის სეზონმა პრაქტიკულად კრახი განიცადა. მიტინგის მთავარი წინაპირობა - რუსეთთან დიალოგის აღდგენა და ურთიერთობების დალაგებაა", - დასძინა ლომიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics