|
2019-07-26 11:56:55, 912 ნახვა
საზოგადოება
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს
ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლის ტიპის დასახლებებში მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით მუშაობენ და ციფრულ ფორმატში სრულად აღწერენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა გეოგრაფიულ მონაცემს, მათ შორის: მისამართებს, სატრანსპორტო ქსელს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართსადგურებს, ადმინისტრაციულ შენობებს, ბანკებს, ასევე სპორტული, გასართობი, კვების, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სხვა ობიექტებს. სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემების საველე წესით აღწერა ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. ამ დროისათვის საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა აღწერითი სამუშაოები უკვე დაასრულეს საგარეჯოს, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და სენაკის მუნიციპალიტეტების 292 სოფელში. პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, ქვეყანაში ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. ამ დროისთვის პროექტის ორივე ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით აღწერილია 204 ათასზე მეტი ობიექტი, მათ შორის: 116 911 ინტერესის ობიექტი, 87 598 საგზაო ნიშანი და 57 კმ. საველოსიპედო ბილიკი. საველე სამუშაოების პარალელურად, საჯარო რეესტრში შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება და ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო მონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანია TomTom-საც მიაწვდის, რომელიც ინფორმაციას თავის პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო პროდუქტებში ასახავს. სანავიგაციო მონაცემები მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს და ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. გამართული სამისამართო სისტემის არსებობა გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიწოდებას, როგორიცაა პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.
(NS)
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)