20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 17:09:59, 1348 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე შეიზღუდება

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ღამის 00:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ატენის ქუჩის კუთხიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე გაგრძელდება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწარმოებს ვარაზისხევიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შესაბამისად, მცირედით შეიცვლება ვაკეში მოქმედი დროებითი სატრანსპორტო სქემები: კავსაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეტრიალდება ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით; თაქთაქიშვილის ქუჩა გაცალმხრივდება და ტრანსპორტი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ იმოძრავებს; ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება კეკელიძის ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად და მიშველაძის ქუჩიდან  კავსაძის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად; აბაშიძის ქუჩა გაცალმხრივდება ბერძენიშვილის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე. ამდენად, ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მიშველაძის, ბერძენიშვილის ან კავსაძის ქუჩების გამოყენებით მოხვდება.

აღნიშნული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მცირე ტევადობის ავტობუსები N9 და N59 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ კავსაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ავტობუსი N83 ჭავჭავაძის გამზირიდან  იმოძრავებს მიშველაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით. ხოლო ავტობუსები N61, N87 და N140 მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩის კუთხეში დაასრულებენ.

ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტით იმოძრავებენ  ავტობუსები N9, N59 და N83 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics