2019-07-25 14:36:05, 1795 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის ბაყბაყდევს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებთან დაკავშირებით გავრცელდა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარების იდეა სამართლიან სასამართლო სისტემაზე გადის და ამას აშშ-ს საელჩოს განცხადებაც ცხადყოფს.
„მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის ბაყბაყდევს. რეალურად, ჩვენ მორიგი მსხვერპლი შევუგდეთ კონტროლირებად, მორჩილ სასამართლო სისტემას. აშშ -ს საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სწორედ სასამართლიან სასამართლოზე გადის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების იდეა. საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემის გაადარჩენა არის გადამწყვეტი საკითხი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,