|
2019-07-25 13:09:52, 2294 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის ვართ, რაც სრულიად დამსახურებული შეფასებაა
„საქართველომ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა გლობალური ინოვაციების ინდექსში, ჩვენ მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ნიშნავს, რომ ვართ მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის - ეს არის სრულიად დამსახურებული შეფასება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს დაწინაურების კომენტირებისას განაცხადა. ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის, კერძოდ, 48- ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი წინსვლა იმ სიახლეებმა განაპირობა, რომლებიც მთავრობამ ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით გაატარა. „აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ სიახლეებმა, რაც ჩვენ გავატარეთ ინოვაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ახალმა მცირე გრანტების პროგრამამ, რაც ახალისებს ინოვატორებს, მხარდაჭერილია კრეატიული იდეები. ეს არის განათლების რეფორმა და ის გარღვევა, რაც ამ სფეროში მოვახდინეთ, ასევე ის ვალდებულებები, რაც ავიღეთ განათლების განვითარების თვალსაზრისით და მრავალი სხვა ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი შეფასება ესოდენ დაწინაურებულიყო", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)