11:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 11:28:14, 1616 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

„სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.

„ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა  მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს  გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება. 

ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეცდეებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics