13:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 18:44:37, 1559 ნახვა

კომენტარი
თურნავა: განვსაზღვრეთ სფეროები, სადაც სინერგიის გზით დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვას

ჩვენი სამინისტრო არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი, არამედ სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებაცაა. ამიტომ ანალიზის შედეგად განვსაზღვრეთ რამდენიმე სფერო, სადაც სინერგიისა და ინტეგრირების გზით წავედით და მიგვაჩნია, რომ ამით, რომ დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე.

მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი" არ არის ლოზუნგი. ჩვენ ვამუშავებთ ინტეგრირებული ნებართვებისა და ლიცენზიების კონცეფციას, რომელიც ბიზნესს შეუმცირებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან ნებართვების მიღების კუთხით და დაეხმარება, უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით.  ნათია თურნავამ რამდენიმე სერვისის სინქრონულად გაცემის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბადოების დამუშავების ლიცენზიების მიღების პარალელურად პირი, რომელიც მოიპოვებს ლიცენზიას, ექნება უფლება პირდაპირი შესყიდვის ფორმით გამოისყიდოს მიწაც.

მსგავსად, ერთიანი პაკეტით იქნება შესაძლებელია სახელმწიფო მიწის შესყიდვასთან ერთად სამშენებლო ნებართვის მიღებაც, რომელიც ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას უკეთ გათვალოს თავისი საინვესტიციო ვალდებულება. მსგავსი მიდგომა იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც - გაიცემა ერთიანი მემორანდუმი, სადაც გაერთიანდება ინვესტორის უფლება მიწაზე და ენერგოობიექტზე სამშენებლო ნებართვა.

მინისტრის განცხადებით, ასევე განხორციელდა სახელმწიფო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ვადების ოპტიმიზაცია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სერვისების გაციფრულების პროგრამაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ სსიპ-ებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ბიზნეს სახლის ვირტუალურ ვერსიაც შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული სერვისების მიღების შესაძლებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics