22:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 17:48:03, 1202 ნახვა

კომენტარი
ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს: დამანებეთ თავი, არ შემიძლია კამერასთან მუშაობა - მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. 

"ულტიმატუმს რომ დააყენებ, ეგ უკვე კაპრიზია. „დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა. მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?!“, - მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, ხალვაშმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს „სამარცხვინო“ უწოდა.

"ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში“, - აღნიშნა ხალვაშმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი თავადაა და ამის დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. შესაბამისად, ოქრუაშვილი ხელმოწერის ავთენტურობის დასადგენდ ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics