02:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 14:32:05, 1882 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების თაობაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების თაობაზე ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუ სარჩელის შეტანასთან ერთად ყადაღის დადება ხელახლა მოითხოვოს.

„როგორც მოსალოდნელი იყო საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა რუსთავი 2-ის წილებზე ყადაღის დადებაზე. იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით - თითქოს, მოთხოვნა ყადაღის დადებაზე უნდა შეგვეტაანა სარჩელის შეტანასთან ერთად და ჩვენ სარჩელი ჩვენ ჯერ არ შეგვიტანია, ვაპირებთ.  გვქონდა 10 დღის ვადა სარჩელის შესატანად. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო ეს უკან იმისთვის, რომ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება. ჩვენ გვაქვს არჩევანი - გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე. ოთხშაბათ საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადიც  წილების გასხვისებაზე აკრძალვაზე და ოთხშაბათ საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics