2019-07-20 16:47:51, 5363 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ოპოზიციონერ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდათ - ათასობით მოქალაქი აქციას მართავს
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ LENTA.RU იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეეობს. ის ლიბერტარიანული პარტიის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.
მედიის ცნობით, მომიტინგეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობას ითხოვენ. კერძოდ, რამენიმე დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატს უფლება შეეზღუდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია და აქცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა. ადგილზე თავად მოხსნილი კანდდიდატებიც იმყოფებიან.
ხსენებული არჩევნები მოსკოვში მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ჩატარდება.

ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან