|
2015-07-06 16:00:14, 700 ნახვა
სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გივი გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. „პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი მამუკა მგალობლიშვილი 6 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ხოლო მისი მეწყვილე ავტომანქანიდან მოქალაქის დაჯარიმების მიზნით გადავიდა. ამ დროს მამუკა მგალობლიშვილს გამვლელმა - გივი გ-მ ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი დაშავებულმა პატრულ-ინსპექტორმა და მისმა მეწყვილემ შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პატრულ-ინსპექტორი მამუკა მგალობლიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო და მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც პოლიციელისაათვის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)