05:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 23:46:36, 2924 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ - გვაქვს დიდი შანსი

 „საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა და ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში  ცალსახად არის  მხარდაჭერილი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ის კონგრესის პოლიტიკურ დღის წესრიგში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის" პირდაპირ ეთერში, აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტზე" საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც, კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი" და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი იყო.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ინიცირებულია საქართველოს მხარდამჭერი აქტი,  სადაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მკაფიო მხარდაჭერაა გამოხატული. საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერა და ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. გვქონდა შეხვედრები სენატორებთან და მოველით, რომ ამ აქტს პოლიტიკური მხარდაჭერა სენატშიც ექნება.
ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ, რაც, ამერიკის დიდ ბაზარს და სავაჭრო შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის.  გვაქვს დიდი შანსი, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics