21:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 18:04:33, 2181 ნახვა

კომენტარი
მშვენიერაძე R2-ის საქმეზე: ამით სამარე გაითხარა, პირველ რიგში ხელისუფლებამ

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ტელეკომაპნია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებისთვის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელი, ის ვითარებაც, სწორედ აქედან გამომდინარეობს. 

„ის, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ვითარდებოდა ამ წლების მანძილზე, სწორედ ნასაზრდოები იყო იმ სარედაქციო პოლიტიკის მიუღებლობით, რომელიც "რუსთავი 2"-ს ჰქონდა. ეს იყო ხელისუფლებისთვის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. არის ადამიანების ნაწილი, რომლებიც ბედნიერი არიან რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, მინდა ახლა ვუთხრა ის, რაც ახლა შეიძლება მათ ძალიან სასაცილოდ ეჩვენებათ, მაგრამ ამ სიტყვების გახსენება მოუწევთ ერთი ორი წლის შემდგომ. ამით, საკუთარი სამარე გაითხარა პირველ რიგში ხელისუფლებამ. სამწუხაროდ ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ვერ აიტანეს განსხვავებული აზრი, ქვაბს თავი დაახურეს ახლა კარგად და შემოდგეს გაზზე. ეს ქვაბი, ანუ საზოგადოება აუცილებლად გასკდება ისე, რომ ეს ახალ სიძულვილს და ახალი რადიკალიზების ტალღას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას. ეს ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დღეს ვიღაცებისთვის სასიხარულოა, მათთვისაც, ჩვენთვისაც და ყველასთვის აღმოჩნდება კატასტროფული შედეგების მქონე. ეს არის ძალიან ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არის დაკარგული შანსი, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics