14:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 13:36:54, 1121 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ხელისუფლებისთვის მისაღები იქნებოდა.

აღსრულების პროცედურის დაწყების პროგნოზებისგან გია ვოლსკი თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ეს ქიბარ ხალვაშის გადასწყვეტია. 

„სტრასბურგის გადაწყვეტილება, ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას. ამჯერად დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგიდან მოიხსნა, დადასტურდა  ისიც, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. ისიც ხაზგასასმელია, რომ მოსამართლეთა რაოდენობიდან, თუ შევადარებთ ციფრებს, მხოლოდ ერთ პუნქტში,  მხოლოდ ერთი მოსამართლე, ვინც თავიდან გადაწყვეტილება მიიღო შეჩერების თაობაზე,  იყო წინააღმდეგი,  დანარჩენი 6 მოსამართლე ემხრობა ყველა პუნქტს. პრაქტიკულად, სახელმწიფოს და რუსთავი 2-ს შორის დავა დასრულდა იმით, რომ ყველა პუნქტში სახელმწიფო იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი. არის კიდევ თემები, რომელიც ზუსტად ახასიათებს იმ პერიოდს როდესაც ქონების წართმევა და წაგლეჯვა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა.  იგივე ვაზაგაშვილის თემასთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება,  რომ დარღვეული იყო სიცოცხლის უფლება და წამების საკმაოდ მძიმე ფაქტიც დაადასტურა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება გამტყუნდა, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს დანაშაულებები თავის დროზე ჩაიდინა. რაც შეეხება აღსრულების პროცედურას,  პროგნოზები მერე გავაკეთოთ - ეს ქიბარ ხალვაშის უფლებაა, როცა უნდა მაშინ დაიწყოს აღსრულების პროცედურა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - აცხადებს გია ვოლსკი. 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics