|
2019-07-17 17:29:12, 1171 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობა“ არის მე-5 კოლონა, რომელიც საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს
„ნაციონალური მოძრაობა" არის მე-5 კოლონა, რომელიც საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, გაწირავენ საზოგადოებას და ქვეყანას, თუკი როგორმე მიეცემათ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის შესაძლებლობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის განვითარების და გამთლიანების არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს. „ჩვენ ვნახეთ და ყველამ ვიცით, რით დასრულდა ხელისუფლებაში მათი ყოფნა, როგორი სავალალო შედეგები ჰქონდა ჩვენთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, მათი ეს ქმედებები ერთ-ერთში მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ყველა მათი ნაბიჯი, თუკი მათ კარგად დავუკვირდებით და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება, ემსახურება სწორედ რუსეთის ინტერესებს. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან", ვისთვისაც სულერთია ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, მათთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. რაც შეეხა სხვა პარტიებს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯერ ამ პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მომხრების მობილიზება, არჩევნებზე წარდგომა და შესაბამამისი მხარდაჭერის მოპოვება. „ჩვენი თანამშრომლობისთვის მნიშველოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითრება, მშვიდობა, უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში და მისი შემდგომი დემოკრატიული განვითარება. რომელი პარტიებიც ამ ღირებულებს გაიზიარებენ და შეძლებენ მხარდაჭერების მობილიზებას, ამაზე უკვე შემდგომ ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)