13:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 16:24:19, 1500 ნახვა

საზოგადოება
ობიექტზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო

სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა - ამის შესახებ განცხადება შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ განაცხადა.

მიქაია აცხადებს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სხვა მუშებმაც ვერ წარმოადგინეს, რაც შესაბამისი დასკვნის საშუალებას იძლევა.

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის რომ სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს თუნდაც ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო სამუშაო. და ასევე სწავლების ნაწილზეც გაკეთდა ზოგადი კომენტარი სხვა დასაქმებულების მხრიდან რომ მათ მხოლოდ ზეპირად უტარდებოდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟები. ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, აუცილებელია, რომ გავეცნოთ სრულყოფილად და შემდგომში სრულყოფილი დასკვნა დავდოთ. დამსაქმებელი ვალდებულია, რომ არ დაასაქმოს თავის ობიექტზე მომატებულ საფრთხის შემცველ, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრუწლოვანი პირები,“-განაცხადა მაია მიქაიამ.

შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე მუშა ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics