04:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 16:19:26, 1898 ნახვა

პოლიტიკა
მოისწრაფიშვილი: მიუხენში სტუდენტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტისგან არანაირი გაღინიანება არ ყოფილა

 „მიუნხენში სტუდენტებთან შეხვედრაზე პასუხი გაეცა ყველა კითხვას და არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიზიანება არ ყოფილა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშივილის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეს-სკიკერის განცხადებით, პრეზიდენტმა სტუდენტების ყველა შეკითხვას პასუხი აამომწურავად გასცა.

„ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის დროს გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა რომელიც გავრცელდა, პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული, ხაზს ვუსვამ, პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიაზიანება და არსად არ ისმის ის სიტყვა, რომელზეც საუბრობენ სიუჟეტებში“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „რუსთავი2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი 20 ივნისისა და დავით გარეჯის შესახებ მათ მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა.

               





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics