13:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 17:16:52, 1777 ნახვა

საზოგადოება
MDF-მა 32 სახელისუფლებო „ტროლი“ გამოავლინა

მედიის განვითარების ფონდმა 20 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში Facebook-ის ანალიზის შედეგად 39 „ტროლი“ (ყალბი Facebook პროფილი) გამოავლინა, რომელთაგან 32 სახელისუფლებო, ხოლო 7 პრორუსულ და სიძულვილის ჯგუფებს წარმოადგენს.

„32 სახელისუფლებო ტროლიდან 18 სხვის იდენტობას იპარავს, ხოლო 14 საკუთარ იდენტობას მალავს. ტროლების უმეტესობა რუსული სოციალური ქსელის Vkontacte-ს პროფილებს იყენებს, ამასთანავე რუსეთის გარდა, ავთენტური პროფილები ისრაელის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ზიმბაბვეს, ბელარუსის, ეგვიპტის მცხოვრებლებს ეკუთვნით, გარკვეულ შემთხვევებში კი ტროლები მსახიობების და მომღერლების იდენტობით აქვეყნებენ თავიანთ პოსტებს.

როგორც სახელისუფლებო ტროლები, ასევე პრორუსი და სიძულვილის ჯგუფების ანტისაოკუპაციო აქციის პრაიდად და გეი რევოლუციად წარმოჩენას ცდილობდნენ და ლგბტ თემის გარდა მას ნაციონალურ მოძრაობას და ლიბერალურ ჯგუფებს ნეგატიურ კონტექსტში უკავშირებდნენ.

სახელისუფლებო ტროლები მეტ აქცენტს აკეთებდნენ ანტისაოკუპაციო აქციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, რევოლუციად წარმოჩენაზე, ასევე მინისტრ გახარიას მხარდასაჭერ კომენტარებზე, რა დროსაც როგორც ქრისტიანობით მანიპულირება (ვინც ქრისტიანია, დაუჭირეთ მხარი), ასევე ჰომოფობიური კონტექსტის შექმნა (გახარია არ მოსწონთ ლიბერალებს იმის გამო, რომ ის გარყვნილებისგან გვიცავს) ხდებოდა.

31 სახელისუფლებო ტროლიდან, რომლებიც მედიის განვითარების ფონდმა TBC ბანკის საქმეზე, პანკისში განვითარებულ მოვლენებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო კამპანიის პროცესში გამოავლინა, 15 ივლისის მონაცემებით 29 დეაქტივირებულია“, - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის სპეციალურ ანგარიშში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics