|
2019-07-15 13:59:16, 2677 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე მეუფე სპირიდონზე: იდიოტი მეგონა და შეგნებული პროვოკატორი ყოფილა
“სპირიდონი, მეგონა, რომ იდიოტი იყო. სამწუხაროდ, არის შეგნებული პროვოკატორი" - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე მეუფე სპირიდონის განცხადებას, რომლის მიხედვით, თურქეთი რუსეთზე ორჯერ მეტი ოკუპანტია, ხოლო ნატო და ევროკავშირი "გათახსირებას აკანონებენ". ბობოხიძეს შეფასებით, მეუფე სპირიდონი მღვდლის სტატუსით ბოროტად სარგებლობს. “სპირიდონი, მეგონა, რომ იდიოტი იყო. სამწუხაროდ, არის შეგნებული პროვოკატორი. ცოდვები იმდენი, რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. იქნებ სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს, რატომ არ სჯის რუსეთს იმ ცოდვებისთვის და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის. ეტყობა, სპირიდონისნაირ ნაძირალებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა. კაცი, რომელიც სარგებლობს იმით, რომ აცვია კაბა, სარგებლობს იმით, რომ ატარებს ჯვარს და სარგებლობს იმით, რომ გარეგნულად ჰგავს მღდელს. გარეგნული ფორმის შიგნით იმალება ძალიან ბინძური და ნაძირალა კაცი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ "TV პირველთან" საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)