|
2019-07-15 12:43:41, 1856 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: საზოგადოებას არ უდნა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ ვინმეს შეიძლება ხელი დააფარონ - ეს ასე არ მოხდება
„ქართულ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ უდნა დარჩეს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს შეიძლება ხელი დააფარონ - ეს ასე არ მოხდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს, სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ყველა, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა, კანონის ფარგლებში იქნება დასჯილი. „პოლიციელების გარკვეულ ნაწილს თუ არ ვცდები 10 ადამიანს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული. რამდენიმე მათგანზე მიმდინარეობს გამოძიება. თითოეული ნიუანსი არის დასადგენი და გამოსაძიებელი. ჩვენ რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს ქართულ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს შეიძლება ხელი დააფარონ - ეს ასე არ მოხდება. მიმდინარეობს გამოძიება მაქსიმალურად ტრანსფარენტულ რეჟიმში. ჩვენ სახალხო დამცველის აპარატიც ჩავრთეთ ამ საკითხში და ძალიან სწორი იყო ეს ინიციატივა, ისევე როგორც ჩართულია ნებისმიერი ადამიანი, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამას მოისურვებს. მე გეუბნებით, რომ ყველა კანონის ფარგლებში იქნება დასჯილი. გამოძიება ხომ უნდა დასრულდეს?! ვინც ძალას გადაამეტა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. გამოძიებას აქვს თავისი ვადები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიება ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს კავშირს მედიასთან და საზოგადოებასთან. ჩემთვის მთავარია, რომ ამ ყველაფერს მიეცეს სწორი და ობიექტური შეფასება. იმის გადაფარვა, რომ უპასუხისმგებლო ძალას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ჰქონდა მცდელობა, რომ გამოეყენებინა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი პროვოკაციისთვის, კითხვის ნიშანს არ ტოვებს, თქვენ გინდათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად მასმედიის საშუალებებს, რომ ეს დატოვოთ კითხვის ნიშნად. დიახ, ნებისმიერი სამართალდამცველი, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას ცალკეულ შემთხვევებში ადგილი, რა თქმა უნდა ისინიც იქნებიან მხილებული და წარდგებიან კანონის წინაშე. ეს არის მოცემულობა და ნუ ცდილობთ ამ მოცემულობის შეცვლას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)